ბაჩო ახალაიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ - Palitra News

ბაჩო ახალაიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

2025-12-26 09:54:51+04:00

ბაჩო ახალაიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი გუშინ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

როგორც სუს-ში აცხადებენ, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებს, ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით, ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი სწორედ ბაჩანა ახალია იყო.

უწყებაში განმარტეს, რომ ბაჩო ახალაიასთან ერთად დაკავებულ მის მეუღლე ანა ნადარეიშვილთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ, თუმცა გამოძიება გრძელდება.