„ქართული ოცნება“ არ აპირებს ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის აღებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველმა პარტიამ კორუფციის წინააღმდეგ განსაკუთრებულად ბრძოლა 2023 წლის დეკემბრში მას შემდეგ დაიწყეს, რაც რიგი გადაცდომების შესახებ გახდა ინფორმაცია ცნობილი. ირაკლი კობახიძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, კახა კალაძეს აღნიშნულ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით კი, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იღებს „ქართული ოცნება“ ამ თემაზე პასუხისმგებლობას და ისინი ასევე გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი გრიგოლ ლილუაშვილის შესაძლო დანაშაულებზე ინფორმირებული არ ყოფილიყო. მათივე თქმით, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას არავითარი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან და ეს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე შიდა კლანური დაპირისპირებაა.