„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და მიმდინარე წელს, პარლამენტის მიერ შემუშავებულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს - Palitra News

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და მიმდინარე წელს, პარლამენტის მიერ შემუშავებულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

2025-12-26 09:56:42+04:00

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და მიმდინარე წელს, პარლამენტის მიერ შემუშავებულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ომბუდსმენი თვლის, რომ ჯარიმების ადმინისტრაციული პატიმრობით შეცვლა, კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი - სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ლევანი იოსელიანის თქმით, ეს საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სასჯელების თანაზომიერების შესახებ იმსჯელოს. კანონის გამკაცრების აუცილებლობაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელების განცხადებით ლევან იოსელიანის მიმართ საზოგადოების ნდობა ნაკლებია, მაგრამ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. მათი თქმით „ქართული ოცნების“ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან იოსელიანის სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავენ.