პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 86%-იანი ფასნამატის პირობებში 18%-იან დღგ-ზე საუბარი ღიმილის მომგვლელია - Palitra News

პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 86%-იანი ფასნამატის პირობებში 18%-იან დღგ-ზე საუბარი ღიმილის მომგვლელია

2025-12-26 09:57:32+04:00

პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 86%-იანი ფასნამატის პირობებში 18%-იან დღგ-ზე საუბარი ღიმილის მომგვლელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფასების მატების მიზეზების შესწავლას იწყებს. პრემიერ-მინისტრის მოწოდების შემდეგ, უწყებამ უნდა დაადგინოს, სასურსათო ფასებთან დაკავშირებით, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები. მმართველი გუნდი სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირებას ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებით გეგმავს. საკითხზე შეფასებას მოამზადებს საპარლამენტო კომისიაც. პროდუქტების მაღალ ფასებზე, როგორც გამოწვევაზე თანხმდება ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც. თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება პოპულისტურია და ის, რიგი საკითხების გადაფარვას ემსახურება. მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ეს ყველაფერი შესაძლოა ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარების მცდელობა იყოს.