აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა“ განახორციელა - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა“ განახორციელა

2025-12-26 10:00:34+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა“ განახორციელა.

აშშ-ის ლიდერმა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტული ნაგავი უწოდა და დაჯგუფება „უდანაშაულო ქრისტიანების მიზანში ამოღებასა და სასტიკ მკვლელობაში“ დაადანაშაულა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა „მრავალი იდეალური დარტყმა განახორციელეს“.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ის ნიგერიის მთავრობის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლიერია.

აშშ-ის აფრიკის სარდლობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დარტყმები სოკოტოს შტატში ნიგერიასთან კოორდინაციით განხორციელდა. ამასთან, ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუსუფ მაიტამა ტუგარმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს ერთობლივი ოპერაცია იყო.