რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვის საკითხს განიხილავს - Palitra News

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვის საკითხს განიხილავს

2025-12-26 10:01:12+04:00

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვის საკითხს განიხილავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებით.

ამასთან, აშშ-ის ინიციატივით, ორივე მხარე განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.

უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა.