სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაზე მუშაობს - Palitra News

სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაზე მუშაობს

2025-12-26 10:01:51+04:00

სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაზე მუშაობს, პირველ შეხვედრას დღეს გამართავს, ამის შესახებ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, უმაღლესი რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პირველი, ონლაინ შეხვედრა შუადღისთვისაა დაგეგმილი. სამუშაო ჯგუფში უკვე დაახლოებით 60 ადამიანია გაერთიანებული, თუმცა მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო ჯგუფის წევრობის სტატუსი, მაგრამ აქვთ მონაწილეობის შესაძლებლობა.

კორნიენკოს განმარტებით, სამუშაო ჯგუფში შედიან თითოეული საპარლამენტო ფრაქციისა და ჯგუფის ორ-ორი წარმომადგენელი, ასევე ძირითადი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან 10-მდე ადამიანი და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.