ბაჩო ახალაიას ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი გუშინ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.
როგორც სუს-ში ამტკიცებენ, ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს, ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით, ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი სწორედ ბაჩო ახალია იყო. უწყებაში ასევე განმარტეს, რომ მასთან ერთად დაკავებულ მეუღლე ანა ნადარეიშვილთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ, თუმცა ამავე ნაწილში გამოძიება კვლავ გრძელდება.