პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ლევან ხაბეიშვილსა და „ტელეკომპანია პირველს" - Palitra News

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ლევან ხაბეიშვილსა და „ტელეკომპანია პირველს"

2025-12-26 12:58:57+04:00

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ლევან ხაბეიშვილსა და „ტელეკომპანია პირველს" - მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ იყო გარკვეული წრე შეკრული იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ პროცესების ე.წ. „პიარულ შეფუთვას ახორციელებდნენ“. კობახიძე განმარტავს, რომ საზოგადოება მიხვდება, თუ სად მიდის ეს ისრები. კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს და დაკავებულ პირებს შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება წინასწარ აფრთხილებდა ყველას, რომ თუ ვინმეს ხელი წაუცდებოდა, კანონი მათ მიმართ სრული სიმკაცრით ამოქმედდებოდა.