ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 86%-იანი ფასნამატის პირობებში 18%-იან დღგ-ზე საუბარი ღიმილის მომგვლელია. პრემიერის დავალებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფასების მატების მიზეზის შესწავლას იწყებს. მმართველი გუნდი სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირებას ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებით გეგმავს. საკითხზე შეფასებას მოამზადებს საპარლამენტო კომისიაც - თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება არის პოპულისტური და მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაფარვას ემსახურება. მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ეს ყველაფერი შესაძლოა ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარების მცდელობა იყოს.