ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს - Palitra News

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

2025-12-26 13:01:14+04:00

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 18 დეკემბრიდან, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით იძებნებოდა.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.