საქართველოს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე წყალტუბოს, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პროფესიულ კოლეჯებს ეწვია, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო.
გივი მიქანაძემ შეხვედრებზე პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა და კოლეჯების თანამშრომლებისგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
მინისტრთან ერთად პროფესიულ კოლეჯებში ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.