ბაჩო ახალაიას ბრალს ოფიციალურად მომდევნო 24 საათის განმავლობაში გააცნობენ - Palitra News

ბაჩო ახალაიას ბრალს ოფიციალურად მომდევნო 24 საათის განმავლობაში გააცნობენ

2025-12-26 16:00:07+04:00

ბაჩო ახალაიას ბრალს ოფიციალურად მომდევნო 24 საათის განმავლობაში გააცნობენ. სახელმწიფო ბრალდების მხარე თავდაცვის ყოფილ მინისტრს 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზებას ედავება. აღსანიშნავია, რომ ამ ბრალს კატეგორიულად უარყოფს მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, რომელიც დღეს სუს-ში ადვოკატის სტატუსით მივიდა, თუმცა მას მეუღლის მონახულების საშუალება არ მიეცა.

ნადარეიშვილი ასევე აცხადებს, რომ დაახლოებით 3 კვირის წინ ახალაია ქვეყნიდან წასვლას აპირებდა, თუმცა ის საზღვარზე არ გადაუშვეს. ამასთანავე, ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ეს საქმე ფალსიფიცირებულია და რომ 4 ოქტომბრის მოვლენებში მისი მეუღლე ჩართული არ ყოფილა.