თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გადაიდო ყველა იმ სამოქალაქო აქტივისტის პროცესი, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ტროტუარის ხელოვნურად ბლოკირებას ედავება - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გადაიდო ყველა იმ სამოქალაქო აქტივისტის პროცესი, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ტროტუარის ხელოვნურად ბლოკირებას ედავება

2025-12-26 16:02:40+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გადაიდო ყველა იმ სამოქალაქო აქტივისტის პროცესი, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ტროტუარის ხელოვნურად ბლოკირებას ედავება. აღნიშნული პროცესები, სავარაუდოდ, უახლოესი 1 თვის განმავლობაში ჩატარდება. სახელმწიფო ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ამ პირებმა პარლამენტის მიერ მიღებული ის ახალი რეგულაცია დაარღვიეს, რომელიც მოქალაქეებს, მათი მცირე რაოდენობის შემთხვევაში, საფეხმავლო გზაზე ყოფნას და იქ საპროტესტო აქციის ჩატარებას უკრძალავს.