პროკურატურასთან შეკრებილ ქალ პოლიტიკოსებს ევა შაშიაშვილის საქმის პროკურორი, ვაჟა თოდუა შეხვდა - Palitra News

პროკურატურასთან შეკრებილ ქალ პოლიტიკოსებს ევა შაშიაშვილის საქმის პროკურორი, ვაჟა თოდუა შეხვდა

2025-12-26 16:03:42+04:00

პროკურატურასთან შეკრებილ ქალ პოლიტიკოსებს ევა შაშიაშვილის საქმის პროკურორი, ვაჟა თოდუა შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა შაშიაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელებს. პოლიტიკოსებმა პროკურატურაში შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. როგორც თავად ამბობენ, ევა შაშიაშვილი ონკოპაციენტია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის ერთადერთი მომვლელია. მათივე მტკიცებით, პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება - წინასწარი პატიმრობა სხვა ალტერნატივით, გირაოთი შეცვალოს. ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია, მას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.