დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2025-12-26 16:43:15+04:00

რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ტელეფონით ისაუბრეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტ პუტინის დავალებით, რუსეთისა და აშშ-ის ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსულ მხარეს წარმოადგენდა პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ხოლო ამერიკულ მხარეს - თეთრი სახლის რამდენიმე წარმომადგენელი.