ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს

2025-12-26 18:24:37+04:00

28 დეკემბერს ტრამპთან, სავარაუდოდ, უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ფართო დღის წესრიგი გვაქვს, ის შაბათ-კვირას იქნება, ვფიქრობ, სწორედ კვირას [28 დეკემბერს] ფლორიდაში. გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა. სწორედ ამ დოკუმენტებს განვიხილავთ, როგორც ვთქვი, უსაფრთხოების გარანტიებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ახლა 90%-ით მზად არის. ამის გარდა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე რამდენიმე დოკუმენტის პროექტი არსებობს და “სასურველია ყველას განხილვის შესაძლებლობის პოვნა”.

მისივე თქმით, ასევე არის ეკონომიკური შეთანხმების საბაზისო პროექტები.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპთან შეხვედრა საჭიროა ამ დოკუმენტების მაქსიმალურად შემუშავებისთვის.

“და განხილული იქნება თუ არა ტერიტორიული საკითხი - ყველა საკითხი, რომლებზეც კითხვები გვაქვს, უთანხმოებები არის… ჩვენი მხარე მათ წამოწევს,” - განაცხადა ზელენსკიმ.