თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პირველად დაარღვია დუმილი და დაკავების გარემოებებზე ისაუბრა -რა თქვა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე და რას პასუხობს უწყება ყოფილ მაღალჩინოსანს?! - Palitra News

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პირველად დაარღვია დუმილი და დაკავების გარემოებებზე ისაუბრა -რა თქვა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე და რას პასუხობს უწყება ყოფილ მაღალჩინოსანს?!

2025-12-27 20:01:19+04:00

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პირველად დაარღვია დუმილი და დაკავების გარემოებებზე ისაუბრა. ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ სუს-ში მეუღლის არ დაკავების სანაცვლოდ, მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. ახალაიას ამ განცხადებას, უწყებაში ტყუილი უწოდეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ბაჩო ახალაიას ნათქვამი სიმართლის დამახინჯებაა, რომელიც მიზნად საზოგადოებაში არასწორი განწყობების შექმნას ისახავს. ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო ბრალდება ყოფილ მაღალჩინოსანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა თქვა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე და რას პასუხობს უწყება ყოფილ მაღალჩინოსანს?!