გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლოს მომდევნო პროცესზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას აპირებს - რა აქვს სათქმელი დიდი რაოდენობით ქრთამის აღებასა და უკანონო საქმიანობების მფარველობაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს?! - Palitra News

გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლოს მომდევნო პროცესზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას აპირებს - რა აქვს სათქმელი დიდი რაოდენობით ქრთამის აღებასა და უკანონო საქმიანობების მფარველობაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს?!

2025-12-27 20:03:01+04:00

პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლოს მომდევნო პროცესზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. რა აქვს სათქმელი დიდი რაოდენობით ქრთამის აღებასა და უკანონო საქმიანობების მფარველობაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს?! - წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალსაა ჩანიშნული. ვიდრე საქმეზე საკუთარ პოზიციას ლილუაშვილი დააფიქსირებს, იქამდე ყოფილი მაღალჩინოსნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს პოლიტიკურ სივრცეში აფასებენ. ხელისუფლება კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლაზე აქცენტირებს, ოპოზიცია კი - ამ ბრალდებით, ქართული ოცნების უკვე ყოფილი წევრების დაკავებას კლანებს შორის გავლენების განაწილებას უკავშირებს. პოზიციებს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.