რა იწვევს პროდუქტებზე მაღალ ფასებს და როგორ უნდა დარეგულირდეს ფასი ბაზარზე?! - რა გეგმები აქვს მთავრობას? - Palitra News

რა იწვევს პროდუქტებზე მაღალ ფასებს და როგორ უნდა დარეგულირდეს ფასი ბაზარზე?! - რა გეგმები აქვს მთავრობას?

2025-12-27 20:04:36+04:00

რა იწვევს პროდუქტებზე მაღალ ფასებს და როგორ უნდა დარეგულირდეს ფასი ბაზარზე?! - მთავრობას საკუთარი ხედვა და გეგმები აქვს. სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად და იმისთვის, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა, ქსელურ მარკეტებს შორის, ე.წ კარტელური გარიგება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. შეფასებების მოსამზადებლად, გაზაფხულის სესიაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც შეიქმნება. ხელისუფლება პრობლემად ასახელებს, ფასნამატს, რომელიც, როგორც ამბობენ, საქართველოს საზღვრიდან დახლამდე 86 პროცენტია. საპასუხოდ, ოპოზიციაში უსამართლო ფასების მთავარ გამოწვევად, დღგ-ს მაღალი ოდენობა სახელდება.