საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბიბლუსმა წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებული გარემო დაახვედრა - Palitra News

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბიბლუსმა წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებული გარემო დაახვედრა

2025-12-27 20:05:57+04:00

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბიბლუსმა წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებული გარემო დაახვედრა. თითოეული ბავშვისთვის საყვარელი წიგნის “კუპატას თავგადასავლის’’ შეძენის შემთხვევაში, პატარებს საახალწლო თემატური ნივთები, საათამაშოები და ჭიქები გადაეცათ. ბიბლუსის გაგარინის ფილიალში, წიგნის ავტორი გიორგი კეკელიძეც იმყოფებოდა, რომელიც ბავშვებს პირადად შეხვდა და წიგნებზე საკუთარი ხელმოწერა და კეთილი სურვილები დაუტოვა. ღონისძიება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აერთიანებს ბიბლუსი წიგნებსა და საჩუქრებს, საახალწლო გარემოს შესაქმნელად.