მარნეულის პოლიციამ ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა მარნეულში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2,5 კილომდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.