აფხაზეთიდან დევნილი, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა . ღონისძიებაზე 10 წარმატებული სპორტსმენი გამოვლინდა, რომლებმაც საკუთარი გამარჯვებებით არაერთხელ ასახელეს საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. სპორტსმენები დიპლომებითა და საჩუქრებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ დაჯილდოვა.