ურსულა ფონ დერ ლაიენი - გავაგრძელებთ კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისადმი მხარდაჭერას - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენი - გავაგრძელებთ კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისადმი მხარდაჭერას

2025-12-28 12:13:47+04:00

2026 წელს ევროკომისია გააგრძელებს კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას, უკრაინისადმი მხარდაჭერას და ინტენსიურად იმუშავებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ - სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით.

„მივესალმებით ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ - სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით და რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, როგორც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.