ბიზნეს მწარმოებლებთან პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა - Palitra News

ბიზნეს მწარმოებლებთან პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

2025-12-28 13:09:25+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მწარმოებლებს შორის პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პლასტიკის მოხმარების შემცირების რეფორმაზე. მისი მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რაც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას ითვალისწინებს.