რა მტკიცებულებების საფუძველზე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს - ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ბაჩო ახალაიას წინააღდმეგ წამოწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა კრიტიკას ვერ უძლებს. ოპოზიციაში ამბობენ რომ ადამიანის დაკავება მხოლოდ სატელეფონო ზარების საფუძველზე არასერიოზულია. ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, მმართველ გუნდში ეჭვი არ ეპარებათ რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის აქციის მთავარი ორგანოზატორი იყო. თავდაცვის ყოფილ მინისტრს წინასწარი პატიმრობა 27 დეკემბერს შეეფარდა. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მის ხელმძღვანელობას ედავება.