დევნილი მოსახლეობისთვის საახალწლო ნობათების დარიგება გრძელდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, მოწყვლადი კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრა. ნობათები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებში დარიგდა.