დონალდ ტრამპი დღეს ბენიამიმ ნეთანიაჰუს შეხვდება - Palitra News

დონალდ ტრამპი დღეს ბენიამიმ ნეთანიაჰუს შეხვდება

2025-12-29 08:52:20+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამიმ ნეთანიაჰუს შეხვდება.

შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, ისრაელი დროით კი 20:00 საათზე დაიწყება.

ნეთანიაჰუმ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ საუბარი, სავარაუდოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზას, ასევე ირანსა და ლიბანს შეეხება.

Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონმა სამივე ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ისრაელი შიშობს, რომ მისი მოწინააღმდეგეები ომში მნიშვნელოვნად დასუსტებული ძალების აღდგენას ცდილობენ.