გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის ახალი რეგულაციის პროექტზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა - Palitra News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის ახალი რეგულაციის პროექტზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2025-12-29 09:12:26+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის ახალი რეგულაციის პროექტზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და ზურაბ ეზუგბაიამ მეწარმეებს დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს. ინიციატივა ერთდროულად ემსახურება გარემოსდაცვითი მიზნების გაძლიერებას და ბიზნესისთვის თანმიმდევრული, პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმების ჩამოყალიბებას, რათა სექტორმა ცვლილებებთან ადაპტაცია შეძლოს. შეხვედრაზე განიხილეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის შეზღუდვას საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის.