დღეს, სემეკის სხდომა გაიმართება, სადაც ელექტროენერგიის ფასის სავარაუდო მომატებასთან დაკავშირებით დეტალები გახდება ცნობილი. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა პროდუქტებისა და მომსახურების გაძვირებასაც გამოიწვევს, რაც მათი თქმით, მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს. ისინი ასევე საუბრობენ, რომ პრემიერის ინიციატივა პროდუქტებზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არ არის თანხვედრაში სემეკის გადაწყვეტილებასთან. მათი შეფასებით, ხელისუფლება მოსახლეობას რთულ პირობებს უქმნის.