უცხოური მედიის ინფორმაციით, მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ოახაკას რეგიონში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. მედიის ცნობით, მატარებელში, რომელიც მექსიკის ყურესა და წყნარ ოკეანეს შორის მოძრაობდა, 241 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. მექსიკის გენერალური პროკურორის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.