ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება - Palitra News

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება

2025-12-29 12:39:11+04:00

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ფარცხალაძეს ბრალად ედება ის, რომ მან "ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" და მის მიმართ ძებნა გამოცხადდება - მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.