თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 10 მოწმეს დაკითხავენ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული, რომეო მიქაუტაძეც ესწრება.