ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, საქმეში მტკიცებულებები არ დევს და დაცვის მხარე ახალაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
როგორც ადვოკატმა განმარტა, გამოძიებისთვის უცნობია, ზარი IP მისამართიდან განხორციელდა, „მესიჯი“ თუ რაიმე სხვა ფორმით შედგა ის კომუნიკაცია, რომელსაც ახალაიას ედავებიან. მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი, რაც არ შეიძლება რომ მტკიცებულების ფორმით იქნეს განხილული.