ფლორიდაში გაიმართა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელსაც ორივე ქვეყნის დიპლომატები და უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. მხარეებმა 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრეს. მოლაპარაკებების შემდეგ, 2 ქვეყნის ლიდერი უკრაინის ევროპელ პარტნიორებს დისტანციურად გაესაუბრნენ. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ურკაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ძირითად პუნქტებზე მხარეები თანხმდებიან, თუმცა ტერიტორიულ ნაწილთან დაკავშირებით საკვანძო საკითხები ისევ რჩება, რაზეც მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „მთელი მსოფლიო აფასებს" დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. უფრო ვრცლად შეხვედრის დეტალებზე ლაკო ვარშანიძისგან მოვისმენთ.