თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან შეტაკებისას შვიდი პოლიციელი დაშავდა.როგორც თურქული მედია იუწყება, სამართალდამცველები ქალაქ იალოვასთან მდებარე სახლში ატარებდნენ სპეცოპერაციას, სადაც სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იმყოფებოდნენ. ეჭვმიტანილებმა პოლიციას ცეცხლი ოპერაციის დაწყებისთანავე გაუხსნეს. მედიის ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.გასულ კვირას, თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 115 სავარაუდო წევრი დააკავეს. სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე გეგმავდნენ თავდასხმის მოწყობას.