ბუნებრივ აირზე არსებული ტარიფი ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება - Palitra News

ბუნებრივ აირზე არსებული ტარიფი ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება

2025-12-29 13:36:27+04:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება.

მისი თქმით, გაზის უცვლელი ტარიფი ერთი წლის ვადით იმოქმედებს.

„ბუნებრივ აირზეც ტარიფები რჩება უცვლელი. ვინაიდან აქ მხოლოდ მცირედი კორექტირებები გაკეთდა მისაწოდებელი გაზის ფასთან და განხორციელებული ინვესტიციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება. ერთი წლის ვადით”, - განაცხადა ნარმანიამ