ოთარ ფარცხალაძის საქმე და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ოთარ ფარცხალაძის საქმე და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-12-29 15:37:01+04:00

ოთარ ფარცხალაძის საქმე ასევე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლიტიკურ სივრცეში. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასება ამ საქმეშიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. „ქართული ოცნების“ ლიდერები ჩატარებული გამოძიებისთვის შსს-ს მადლობას უხდიან, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის წაყენებული ბრალი „ქართული ოცნების“ შიდაკლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.