ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი - არაერთხელ გაგვიკრიტიკებია პროკურატურა, რომ ფარცხალაძეს არც კი იბარებდნენ გამოსაკითხად - დღეს დადასტურდა ეჭვები, რაზეც ვსაუბრობდით: დადასტურდა, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო - Palitra News

ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი - არაერთხელ გაგვიკრიტიკებია პროკურატურა, რომ ფარცხალაძეს არც კი იბარებდნენ გამოსაკითხად - დღეს დადასტურდა ეჭვები, რაზეც ვსაუბრობდით: დადასტურდა, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო

2025-12-29 15:38:53+04:00

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ფარცხალაძეს ბრალად ედება ის, რომ მან "ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" და მის მიმართ ძებნა გამოცხადდება - მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.