ფლორიდაში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამარტულ შეხვედრას უკრაინის ევროპელი პარტნიორები დისტანციურად დაესწრნენ - Palitra News

ფლორიდაში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამარტულ შეხვედრას უკრაინის ევროპელი პარტნიორები დისტანციურად დაესწრნენ

2025-12-29 15:47:14+04:00

ფლორიდაში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამარტულ შეხვედრას უკრაინის ევროპელი პარტნიორები დისტანციურად დაესწრნენ. შეხვედრა ნახევრად დისტანციურ ფორმატში გაიმართა. ევროპელების ნაწილი აშშ-ში იმყოფებოდა, ნაწილთან კი სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, მხარეებს შორის საკმაოდ პროდუქტიული საუბარი შედგა და ისინი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას. გარდა ამისა, იანვრის დასაწყისში ,,მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას აანონსებენ, სადაც სამშვიდობო შეთანხმების პუნქტებსა და უკრაინისათვის გადასაცემ უსაფრთხოების გარანტიებს კიდევ ერთხელ განიხილავენ.