ერთ დროს მთავარი პროკურორი ახლა უკვე სისხლის სამართლებრივ დანაშაულში ფიგურირებს. სახელმწიფო ბრალდება, ოთარ ფარცხალაძეს, ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ფაქტობრივად, სრულად გახსნილად გამოაცხადა. ფარცხალაძეზე კი ძებნა გამოცხადდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ გენერალურ პროკურორს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება, რამაც შესაძლოა ექსტრადაციის პროცესი გაართულოს. როგორ აღმოჩნდა ყოფილი მთავარი პროკურორი ბრალდებული სტატუსით?!