ყოფილი მთავარი პროკურორის საქმე განხილვისა და შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სივრცეში. ხელისუფლება გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. მმართველი გუნდი უწყებას რთული საგამოძიებო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის მადლობას უხდის და ბრალდებულთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე აქცენტირებენ. ქართული ოცნების შიგნით უკანონო ფულისა და შემოსავლების გადანაწილება - ასე აფასებენ დაკავებების სერიას ხელისუფლების ოპონენტები. როგორც ამბობენ, მაშინ, როცა ფარცხალაძის სავარაუდო დანაშაულებებზე ოპოზიცია აქტიურად საუბრობდა, ქართული ოცნება მთავარი პროკურორის რეპუტაციას იცავდა. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის საფუძველზეც ოპონენტები ფიქრობენ რომ სახეზე კლანური დაპირისპირებაა.