როგორ აპირებს მმართველი გუნდი პროდუქტებზე ფასების შემცირებას - Palitra News

როგორ აპირებს მმართველი გუნდი პროდუქტებზე ფასების შემცირებას

2025-12-29 20:37:13+04:00

როგორ აპირებს მმართველი გუნდი პროდუქტებზე ფასების შემცირებას?! - ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. სავარაუდო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, უფრო კონკრეტულად, კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებული ეჭვების გასაქარწყლებლად, ან დასადასტურებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოკვლევა აქვს დაწყებული. გაზაფხულის სესიაზე კი - შეფასებებს საპარლამენტო კომისია მოამზადებს. გამოწვევის დასაძლევად, მთავრობის მეთაურმა არც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედება გამორიცხა. გაძვირებულ ფასებზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, პირველი ნაბიჯი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დღგ-ს შემცირება უნდა იყოს.