არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.