28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმიდან - 20 პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტამდე - რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული ვერსია რამდენჯერმე დაკორექტირდა. რიგ საკითხებზე კონსენსუსის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოახერხეს. უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, ტერიტორიულ საკითხებზე კი დათმობებზე წასვლას, არ განიხილავს. ოფიციალური მოსკოვი კი - კიევს ავალდებულებს, საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასის ადმინისტრაციული საზღვრებიდან გაიყვანოს. მხარეებს შორის შეხვედრები და მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.