თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის „პოზიტიური სატელეფონო საუბარი“ შედგა - Palitra News

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის „პოზიტიური სატელეფონო საუბარი“ შედგა

2025-12-29 20:40:45+04:00

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა , - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით პრეზიდენტ პუტინთან პოზიტიური სატელეფონო საუბარი დაასრულა “, - წერს ლევიტი X-ზე.

ცნობისთვის, ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მეორე სატელეფონო საუბარია.