იური უშაკოვი - ტრამპთან საუბრისას პუტინმა ყურადღება გაამახვილა, რომ კიევის რეჟიმმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა - ტრამპი შოკირებული იყო - Palitra News

იური უშაკოვი - ტრამპთან საუბრისას პუტინმა ყურადღება გაამახვილა, რომ კიევის რეჟიმმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა - ტრამპი შოკირებული იყო

2025-12-29 20:59:08+04:00

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის შესახებ აცნობა - პრეზიდენტი ტრამპი შოკირებული იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პრაქტიკულად მაშინვე, როდესაც მარ-ა-ლაგოში მოლაპარაკებები დასრულდა, რომელსაც ამერიკული მხარე წარმატებულად მიიჩნევს, კიევის რეჟიმმა ნოვგოროდის ოლქში პრეზიდენტის რეზიდენციაზე მასშტაბური, შორი მოქმედების დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. აშშ-ის პრეზიდენტი შოკირებული იყო და თქვა, რომ მას მსგავსი გიჟური ქმედებების წარმოდგენაც კი არ შეეძლო“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ტრამპმა პუტინს განუცხადა, რომ „ეს ზელენსკისთან მუშაობის კონტექსტში აშშ-ის მიდგომაზე გავლენას მოახდენს“.

„როგორც თავად ტრამპმა თქვა, მადლობა ღმერთს, რომ Tomahawk-ები არ მისცა“, - აღნიშნა უშაკოვმა.