რამდენად შორს წავა გამოძიება და აღმოჩნდებიან თუ არა განსასჯელის სკამზე “ქართული ოცნების” ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შემდეგ განჩდა მოლოდინი რომ მმართველი გუნდის შიგნით არსებული კლანური დაპირისპირება მომავალში ისევ გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით სუსის ყოფილი უფროსის პატიმრობა საზოგადოებაში იმ ცრუ მოსაზრების შექმნას ემსახურება, თითქოს მმართველი ძალა ქვეყანაში ფეხმოკიდებულ კორუფციას ებრძვის.