მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძე პირველი სასამართლო სხდომის მოლოდინშია - თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი მთავარი პროკურორისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ბრალდებულის დაუსწრებლად იმსჯელებს. საგამოძიებო უწყებების განცხადებით, სწორედ ოთარ ფარცხალაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ლევან ჯანგველაძის ანგარებით მკვლელობა დაუკვეთა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ფარცხალაძისთვის უმძიმესი მუხლით ბრალი წაყენება კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ქართულმა ოცნებამ ბოლო წლების განმავლობაში კრიმინალური სისტემა ჩამოაყალიბა.