მიუძღვის თუ არა ბრალი ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეში - განცხადებები ოპოზიციურ სპექტრში - Palitra News

მიუძღვის თუ არა ბრალი ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეში - განცხადებები ოპოზიციურ სპექტრში

2025-12-30 09:21:09+04:00

მიუძღვის თუ არა ბრალი ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეში. უკვე ნახევარ კვირაზე მეტია თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში იმყოფება. ახალაიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების გარშემო განსხვავდება ოპოზიციის შეფასება. ხელისუფლების ოპინენტების ერთი ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე საუბრობს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ბაჩო ახალაიას უდანაშაულობაში დარწმუნებული არაა, თუმცა მკაფიოდ აცხადებს რომ მტკიცების ტვირთი ახლა საგამოძიებო უწყებაზეა.